Search

შესყიდვები და ინტელექტუალური ხარჯების მართვა

შესყიდვები და ხარჯების მართვა ბიზნესის არსებითი ნაწილია. ეს ორივე ფუნქცია ეხმარება კომპანიებს, მიაღწიონ მდგრადობას, ხელი შეუწყონ ეთიკურ შესყიდვებს და გააძლიერონ გადაწყვეტილებების მიღება დიჯიტალიზაციისა და ვიზუალიზაციის გზით.

ბევრი გლობალური კომპანია უკვე ლიდერი და ინოვატორია ამ სფეროში, რომლებიც იყენებენ ინოვაციურ, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს შესყიდვებისა და ხარჯების მართვის გასაუმჯობესებლად.


დღეს, ჩვენ, ვსაუბრობთ ინტელექტუალური ხარჯების მენეჯმენტზე, რომელიც წარმოადგენს ევოლუციას ბიზნესის სტრატეგიული ფუნქციონირებისთვის და გულისხმობს ტექნოლოგიების მხარდაჭერით ხარჯების ეფექტურად მართვას. ინტელექტუალური ხარჯების სამართავი პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღების მთელი პროცესის გაუმჯობესება, საშუალება გვაქვს, რომ ყველაფერი გავხადოთ ციფრული, დაწყებული მომწოდებლის შერჩევით გადახდით დამთავრებული. ამ გზით, კომპანიები სრულად აკონტროლებენ პირდაპირ და არაპირდაპირ, სამივლინებო და სხვა ხარჯებს.


ინტელექტუალური ხარჯების მენეჯმენტი საქართველოში ნაკლებად ცნობილი ტერმინია, მისი ფორმალური პოპულარიზაცია 2019 წლის დასაწყისში დაიწყო კომპანია SAP-მა.

წელს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ, როლანდ ბერგერმა (Roland Berger), საპ -ის (SAP) მხარდაჭერით გამოაცხადა ინტელექტუალური ხარჯების მართვის დაჯილდოება.


ინტელექტუალური ხარჯების მართვის პირველი დაჯილდოების მონაწილეები არიან ლიდერები ციფრულ ტრანსფორმაციაში. მონაწილეებმა გააზიარეს საკუთარი რეალური ქეისები. ამ ქეისებიდან 16 მონაწილე შეირჩა.საბოლოოდ ჟიურიმ გამოამჟღავნა საერთო გამარჯვებული და ასევე ცალკეული ხუთი კატეგორიის გამარჯვებული:


· საერთო გამარჯვებული: OMV

· ბიზნეს პროგნოზები: Evonik Industries

· ბიზნეს ქსელი: thyssenkrupp

· მდგრადობა & მთლიანობა: Aldi South Group

· საოპერაციო სრულყოფილება: Danfoss

· ორგანიზაციული მოქნილობა და 21-ე საუკუნის უნარები: E.ON


დაჯილდოების ჟიურის ერთ-ერთი წევრის რეკომენდაციით, ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი წარმატების ფაქტორები:

-იწყება განსაზღვრით „რატომ“ და „რა პრობლემის გადაჭრა გჭირდებათ“;

-მკაფიოდ განსაზღვრავს პროექტის ფარგლებს, მიზნებს, მხარეების ჩართულობას. რაც მთავარია ციფრულმა ტრანსფორმაციამ უნდა გადაჭრას აქტუალური ბიზნეს პრობლემა;

-უზრუნველყოს, რომ ყველა რესურსი, რომელიც საჭიროა, ხელმისაწვდომი იყოს და გააძლიეროს ჯვარედინი ფუნქციური თანამშრომლობა;

-გულისხმობს ახალი უნარების, ინსტრუმენტების და ხალხის ჩართვას;

-გულისხმობს მონაცემთა გამჭვირვალობას, რაც იზომება, კეთდება და უმჯობესდება;

-მოიცავს საბოლოო მომხმარებლის ჩართულობას, ინსტრუმენტები უნდა მუშაობდნენ ხალხისთვის და არა პირიქით;

-გულისხმობს პროცესის გამარტივებას და გასტანდარტებას, ყველგან სადაც ეს შესაძლებელია!


საქართველოსთვის, ციფრული ტრანსფორმაცია ამჟამად ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არ არის ხელმისაწვდომი, რადგან დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. ამასთან ერთად, პანდემიის 2 წლიანმა პერიოდმა შეცვალა ბიზნესის ნორმალური სვლა.


2021 წელს, ზაფხულში ჩატარებული არაფორმალური გამოკითხვის შედეგად, ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებსაც იყენებენ კომპანიები შესყიდვების და ხარჯების მართვისთვის უმეტესად გადანაწილებულია შიდა ძალებით დაწერილ პროგრამებსა (27%) და 1C და მის პლატფორმაზე დაწერილ პროგრამებს შორის (58%). დანარჩენების წილი გადანაწილებულია სხვასხვა ბრენდებს შორის.



2022 წლის გამოკითხვის შედეგემბა აჩვენა, რომ გადანაწილებაში იგივე ორი ლიდერია, თუმცა წილობრივი განაწილება შეიცვალა და სხვა პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენება გაიზარდა, როგორც საპ და მაიკროსოფთ დაინემიქსი (დეტალები იხ. სურათზე).


საქართველოში, ასევე პარალელურად სხვადასვხა პროგრამლ უზრუნველყოფებთან ერთად საკმაოდ კარგად დამკვიდრდა ღია სავაჭრო პლატფორმები შესყიდვებისთვის. ასეთი პლატფორმები ვერ უზრუნველყოფენ შესყიდვის პროცესის და ხარჯების სრულ მართვას, მაგრამ მკვეთრად ამცირებენ და ამარტივებენ მომწოდებლის შერჩევის პროცესს. მაგალითად, tenders.ge, სადაც თავმოყრილია ყველა ღია განცხადება შესყიდვასთან დაკავშირებით. ნებისმიერ მომწოდებელს მიმდიარე რეჟიმში შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, დაამყაროს კავშირი დამკვეთთან და მიაწოდოს შეთავაზება.


დროთა განმავლობაში ქართული ბაზრის ზრდასტან ერთად და ბიზნესის სხვადასხვა სფეროების განვითარებასთან ერთად, ციფრული ტრანსპორმაციის გარეშე განვითარება და ზრდა შეუძლებელი იქნება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფვა შესყიდვების პროცესების და ხარჯების მართვის გაციფრულებისკენ თავიდანვე იქნას მიზნად დასახული, განსაკუთრებით იმ კომპანიებში, სადაც შესყიდვები და კატეგორიების მართვა არის ძირითადი ბიზნეს ფუნქცია (წარმოება, საცალო ბიზნესი).

მუდმივად ადევნეთ თვალი ბაზრის სიახლეებს, და მეტი გაიგეთ ახალი პროდუქტების შესახებ. ინტელექტუალური ხარჯების მართვა არ გულისხმობს ყველაფერში თანხის დაზოგვას და მხოლოდ ბიუჯეტის შემცირებას. გამარტივებული და სწრაფი პროცესი მეტ დანაზოგს მოუტანს ნებისმიერ კომპანიას.


შეისყიდეთ და ხარჯეთ ინტელექტუალურად!





წყარო: https://www.rolandberger.com/en/Insights/Publications/


99 views0 comments