top of page

შესყიდვების მართვა 3.0

ეს ტრენინგი შექმნილია რეალური ბიზნეს გარემოს მოთხოვნების შესაბამისად და აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებას, თანამედროვე პრაქტიკებსა და პრაქტიკულ ცოდნას. სწავლება არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიით - პროგრამა დაფუძნებულია პრაქტიკულ დავალებებზე, რეალურ ქეისებზე და ინტერაქტიულ ფორმატზე, რაც პროცესს მეტად ჩართულსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის.

 

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან შესყიდვების პროცესის ყველა ძირითად საფეხურს: საჭიროების სწორად განსაზღვრას, მომწოდებლების შერჩევას, მოლაპარაკებების წარმოებას, კონტრაქტის გაფორმებასა და მიწოდების მართვას. პროგრამა მოიცავს როგორც შიდა საჭიროებების უზრუნველყოფას, ისე სავაჭრო-სარეალიზაციო პროდუქტებისა და საწარმოო ნედლეულის შესყიდვებს.

 

მონაწილეები შეიძენენ ხარჯების კონტროლისა და ანალიზის უნარებს, ისწავლიან ბაზრის კვლევის ჩატარებას, კონკურენტული გარემოს შეფასებასა და შესაძლო რისკების წინასწარ იდენტიფიცირებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გადაწყვეტილებების მიღებას რეალურ ბიზნეს სცენარებზე დაყრდნობით.

 

ტრენინგი ორიენტირებულია პრაქტიკულ შედეგებზე და ავითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც ყოველდღიურ სამუშაო პროცესში უმნიშვნელოვანესია: სპეციფიკაციების მომზადება, მომწოდებლების შეფასება, ეფექტური მოლაპარაკებები, ფასწარმოქმნის ლოგიკა, ლოგისტიკური და საბაჟო პროცესების მართვა, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესყიდვების სფეროში.

 

კურსი განკუთვნილია:

  • როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები შემსყიდველებისთვის 

  • კატეგორიების და ბრენდ მენეჯერებისთვის

  • შესყიდვების მენეჯერებისთვის და უფროსებისთვის

  • შესყიდვების და სხვა ბიზნეს მიმართულებების დირექტორებისთვის

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ:

  • მონაწილეები მიიღებენ სამუშაო მასალებს

  • მიიღებენ და გამოიყენებენ დამხმარე ცხრილებს

 

ასევე შეძლებენ:

  • განსაზღვრონ კომპანიის საჭიროებები და სწორად ჩამოაყალიბონ შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია;

  • მომწოდებელთა და კონკურენტთა ბაზრის კვლევის ეფექტურად ჩატარებას საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებით;

  • არსებული შესყიდვების პორტფელის გაანალიზებას, საჭიროებისას კატეგორიებად დაყოფას და შესყიდვის გეგმის შემუშვებას. არსებული მარაგების მართვას;

  • შესყიდვასთან დაკავშირებული ფინანსური და ბაზრის რისკების განსაზღვრას, მათ კლასიფიკაციასა და B-გეგმის შემუშავებას;

  • შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრას წინასწარ (გადასახადები, გადაზიდვა და სხვა)

  • მომწოდებლების მოძიებას და შეფასებას;

  • მომზადებას მოლაპარაკებებისთვის, ინფორმაციის მოძიებას და მის გამოყენებას;

  • მოლაპარაკებების წარმართვას კომპანიისთვის სასარგებლოდ

  • მიღებული შემოთავაზებების და მომწოდებლების შეფასებას და საუკეთესოს შერჩევას

  • პროდუქტის საბოლოო ღირებულების დადგენას (ფასწარმოქმნას)

  • შესყიდვის ხელშეკრულების და სხვა დოკუმენტების გაფორმებისთვის მნიშვნელოვანი პირობების გათვალისწინებას

  • გადაზიდვის მეთოდის შერჩევას, საბაჟო დოკუმენტაციის გარჩევას და განბაჟებასთან დაკავშირებული გადასახადების დაზუსტებას

 

შინაარსი:

  • შესყიდვების საფუძვლები და განმარტებები;

  • საჭიროებების განსაზღვრა

  • სპეციფიკაციის გაწერა და საჭირო ინსტრუმენტების გამოყენება; 

  • შესყიდვის სრული პროცესი და ხარჯების კატეგორიზაცია;

  • მომწოდებელთა და კონკურენტთა ბაზრის ანალიზი სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით

  • რისკების ანალიზი;

  • კატეგორიის განსაზღვრა და მართვის ძირითადი ამოცანები;

  • მარაგების მართვა

  • სტრატეგიის განსაზღვრა;

  • მომწოდებლების მოძიება და შერჩევა;

  • მოლაპარაკებისთვის საჭირო ეტაპების განსაზღვრა

  • შერჩევისთვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრა;

  • არსებული მომწოდებლების მართვა, ანალიზი და შეფასება;

  • ხარჯების განსაზღვრა (გადასახადები, გადაზიდვა და სხვა)

  • შემოთავაზებების შედარება და საუკეთესოს შერჩევა

  • პროდუქტის საბოლოო ღირებულების დადგენა (ფასწარმოქმნა), პროდუქტის საერთაშორისო კოდის გამოყენება

  • მიწოდება და ინკოტერმების არსი

  • საბაჟო დოკუმენტაციის გარჩევა და განბაჟებასთან დაკავშირებული გადასახადების დაზუსტება

  • ხელშეკრულების გაფორმების ძირითადი პრინციპები

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესყიდვებში

ჰიბრიდული
20 საათი
7 შეხვედრა
იწყება  19:00 სთ
13 თებერვლიდან, 2026 წ.
950   ლარი
Anchor 1
Anchor 2

ტრენერი

  • LinkedIn
გალინა გურგენიშვილი

გალინა გურგენიშვილი

  • საერთაშორისო შესყიდვების, იმპორტის და ლოგისტიკის სფეროში 25+ წლიანი გამოცდილება

  • შესყიდვების ტრენერის 3+ წლიანი გამოცდილება

  • არის საქართველოს პროფესიონალ შემსყიდველთა ასოციაციის (GPPA) თანადამფუძნებელი

ტრენერი

  • LinkedIn
თამარა ახსიაშვილი - Tamara Akhsiashvili

თამარ ახსიაშვილი

  • შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში 18+ წლიანი გამოცდილება

  • შესყიდვების ტრენერის 8+ წლიანი გამოცდილება

  • გამცდილება აქვს შესყიდვების პროცესების დანერგვის და ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.

  • არის საქართველოს პროფესიონალ შემსყიდველთა ასოციაციის (GPPA) თანადამფუძნებელი და დირექტორი

  • არის ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი. 

bottom of page