კომპანია “მარტივი შესყიდვები” 2021 წლიდან ზრუნავს შესყიდვების სფეროს განვითარებაზე.
Easy Procurement არის პროფესიული, საკონსულტაციო და სასწავლო პლატფორმა, რომელიც სპეციალიზებულია შესყიდვების სფეროში. ჩვენ ვატარებთ ბიზნესტრენინგებს და ვქმნით საკონსულტაციო სერვისებს, იმისათვის, რომ კომპანიებმა შეძლონ შესყიდვების ფუნქციის გაძლიერება, პროცესების განვითარება, ხარჯების შემცირება და ოპერაციული ეფექტურობის გაზრდა.
ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ ორგანიზაციებს წარმატებული და სტრატეგიულად მოაზროვნე შესყიდვების სისტემების ჩამოყალიბებაში, რაც თავის მხრივ, ტრანსფორმირდება ბიზნესის წინსვლასა და განვითარებაში.
კომპანია "მარტივი შესყიდვები"-ს დამფუძნებელია თამარ ახსიაშვილი, შესყიდვებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი. თამარი არის საქართველოში პირველი კომერციული შესყიდვების ტრენერი, რომელიც მრავალ კომპანიას დაეხმარა შესყიდვების განვითარებასა და დახვეწაში, ამასთანავე გადაამზადა უამრავი შესყიდვების პროფესიონალი.
დამფუძნებელი

თამარ ახსიაშვილი,
კომერციული შესყიდვების ტრენერი, სპიკერი და კონსულტანტი შესყიდვების პროცესების დანერგვის და ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.
თამარს აქვს შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში 18+ წლიანი გამოცდილება, ასევე შესყიდვების ტრენერის 8+ წლიანი გამოცდილება,
2019 წლიდან თამარი არის ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი.
მას მიღებული აქვს სამუშაო გამოცდილება როგორც მსხვილ ასევე საშუალო საფინანსო ინსტიტუტებში, როგორც პროკრედიტ ბანკი საქართველო, ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენეარალი და სხვა.