top of page

დროის მართვა მაღალი შედეგიანობისთვის

​​

თანამედროვე სწრაფ და დატვირთულ საქმიან გარემოში პროფესიონალებს უწევთ ერთდროულად გაუმკლავდნენ სხვადასხვა პრიორიტეტს, ვადებსა და შეზღუდულ რესურსებს. დროის მართვა მხოლოდ მეტი საქმის შესრულებას არ მოიაზრებს - ის გულისხმობს ყურადღების გამახვილებას მნიშვნელოვან საკითხებზე და სტაბილური შედეგების შექმნას, გადაწვის გარეშე.

 

​

კურსი განკუთვნილია:

  • ​სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის, გუნდების ლიდერებისთვის, ბიზნესის მფლობელებისთვის 

  • შესყიდვების, ლოგისტიკის, HR-ის, საოპერაციო და ფინანსების სპეციალისტებისთვის

  • ან ნებისმიერი ადამიანისთვის ვინც პირადი ეფექტურობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

 

​​

ტრენინგის დასრულების შემდეგ:

  • მონაწილეები გაერკვევიან როგორ დააკავშირონ ყოველდღიური ამოცანები გრძელვადიან მიზნებთან

  • და ასევე როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა სხვადასხვა  ინსტრუმენტებისა და მოქმედი მიდგომების გამოყენებით

   

ასევე შეძლებენ:

  • დავალებების დაორგანიზებას, სასწრაფო და გადაუდებელი საკითხების პრიორიტეტების განსაზღვრას

  • ხელის შემშლელი პაქტორების ამოცნობას და სწორი ტექნიკის გამოყენებას 

  • საჭირო ტექნოლოგიების გამოყენებას დროის რესურსის სწორი დაგეგმარებისთვის​

​

შინაარსი

  • დროის vs. ენერგიის მართვა - როგორ ვმართოთ ყურადღება და არა მხოლოდ საათები

  • პრიორიტეტების განსაზღვრის ტექნიკები, პრაქტიკული მეთოდები შედეგიანობის გასაუმჯობესებლად

  • დაგეგმვა ფოკუსისთვის,  ეფექტური ყოველკვირეული და დღიური დაგეგმვის სისტემები

  • დროის „მჭამელების“ ამოცნობა,  შეხვედრები, იმეილები და სხვა გამფანტავები

  • ტექნოლოგიები და აპლიკაციები, ავტომატიზაციის, შეხსენებებისა და გამარტივების ინსტრუმენტები

  • პრაქტიკული დროის დაბლოკვა, კალენდრის გარდაქმნა პროდუქტიულობის ინსტრუმენტად

  • გადაწვის პრევენცია, როგორ დავაბალანსოთ ინტენსიური მუშაობა აღდგენასთან ერთად

  • პროფესიონალების მაგალითები, დროის სტრუქტურირების რეალური ქეისები

​

Online
3  საათი 
1 შეხვედრა
 იწყება  19:00 სთ 
6 მაისი, 2026წ.
150 ლარი

ტრენერი

  • LinkedIn
7R408129 - Copy1_edited.jpg

თამარ ახსიაშვილი

  • შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში 18+ წლიანი გამოცდილება

  • შესყიდვების ტრენერის 8+ წლიანი გამოცდილება,

  • გამცდილება აქვს შესყიდვების პროცესების დანერგვის და ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.

  • არის საქართველოს პროფესიონალ შემსყიდველთა ასოციაციის (GPPA) თანადამფუძნებელი და დირექტორი

  • არის ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი. 

Anchor 1
Anchor 2
bottom of page