top of page

ხარჯების მდგრადი მართვა:
შემცირება თუ ოპტიმიზაცია?  - online

​​

დღევანდელ არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში - სადაც ინფლაცია, ვალუტის რყევები და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები ყოველდღიური გამოწვევებია - კომპანიებზე ხარჯების მართვის ზეწოლა სულ უფრო მატულობს. ასეთ პირობებში, ბრმა ხარჯების შემცირებასა და სტრატეგიულ ოპტიმიზაციას შორის სწორი არჩევანის გაკეთება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

​​

გიწვევთ პრაქტიკულ და სტრატეგიული ხედვით გამორჩეულ ტრენინგზე, სადაც ერთად განვიხილავთ:

  • როდის აზიანებს ხარჯების შემცირება ბიზნესს

  • როგორ მივაღწიოთ რეალურ ოპტიმიზაციას ხარისხისა და შედეგების გაუარესების გარეშე

​

კურსი განკუთვნილია:

  • ფინანსური დირექტორებისთვის და მენეჯერებისთვის

  • შესყიდვების, ფინანსებისა და ოპერაციების მენეჯერებისთვის

  • ან ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც აინტერესებს კომპანიის ხარჯების შემცირების პროცესების გაცნობა და მათი შემდგომი გამოყენება-დანერგვა.

​

ტრენინგის დასრულების შემდეგ:

  • მონაწილეები მიიღებენ სამუშაო მასალებს

  • მიიღებენ და გამოიყენებენ დამხმარე ცხრილებს

   

ასევე შეძლებენ:

  • სწორად განსაზღვრონ ხარჯების შემცირება/ოპტიმიზაციის მიზნები;

  • სწორად ჩამოაყალიბონ საჭირო ნაბიჯები ხარჯების შესამცირებლად

  • გრძელვადიანი სარგებლიანობის გათვლას პროდუქტის შესყიდვამდე

  • გამოყონ პრიორიტეტული პროდუქტები სადაც მეტი ეფექტის მიღებაა შესაძლებელი 

  • გადააფასონ და შეცვალონ მომწოდებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები

  • გაერკვიონ ტექნოლოგიებისა და ავტომატიზაციის გამოყენების სარგებლიანობაში 

​

შინაარსი

  • ხარჯების შემცირება vs ოპტიმიზაცია - განსხვავებების გააზრება და სწორი მიზნების დასახვა

  • ხარჯების სტრუქტურის ანალიზი (პირდაპირი, არაპირდაპირი და ფარული ხარჯები)

  • ფლობის სრული ღირებულება (TCO) და პროცესზე დაფუძნებული მიდგომა

  • პროცესის ოპტიმიზაცია - პრაქტიკული მიდგომები შესყიდვებში

  • ABC ანალიზი – ხარჯების კატეგორიების დაპრიორიტეტება და ყურადღების სწორად გადანაწილება

  • მომწოდებლების მართვა – ტრანზაქციული ფორმალური ურთიერთობებიდან პარტნიორულ თანამშრომლობამდე

  • ტექნოლოგიებისა და ავტომატიზაციის როლი ხარჯების ეფექტურ მართვაში

​

Online
4  საათი 
2 შეხვედრა
 იწყება  20:00 სთ 
2-3 აპრილი, 2026წ.
150 ლარი

ტრენერი

  • LinkedIn
თამარ ახსიაშვილი

თამარ ახსიაშვილი

  • შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში 18+ წლიანი გამოცდილება

  • შესყიდვების ტრენერის 8+ წლიანი გამოცდილება,

  • გამცდილება აქვს შესყიდვების პროცესების დანერგვის და ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.

  • არის საქართველოს პროფესიონალ შემსყიდველთა ასოციაციის (GPPA) თანადამფუძნებელი და დირექტორი

  • არის ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი. 

Anchor 1
Anchor 2
bottom of page