დროის მართვა მაღალი შედეგიანობისთვის
თანამედროვე სწრაფ და დატვირთულ საქმიან გარემოში პროფესიონალებს უწევთ ერთდროულად გაუმკლავდნენ სხვადასხვა პრიორიტეტს, ვადებსა და შეზღუდულ რესურსებს. დროის მართვა მხოლოდ მეტი საქმის შესრულებას არ მოიაზრებს - ის გულისხმობს ყურადღების გამახვილებას მნიშვნელოვან საკითხებზე და სტაბილური შედეგების შექმნას, გადაწვის გარეშე.
კურსი განკუთვნილია:
-
სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის, გუნდების ლიდერებისთვის, ბიზნესის მფლობელებისთვის
-
შესყიდვების, ლოგისტიკის, HR-ის, საოპერაციო და ფინანსების სპეციალისტებისთვის
-
ან ნებისმიერი ადამიანისთვის ვინც პირადი ეფექტურობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ტრენინგის დასრულების შემდეგ:
-
მონაწილეები გაერკვევიან როგორ დააკავშირონ ყოველდღიური ამოცანები გრძელვადიან მიზნებთან
-
და ასევე როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და მოქმედი მიდგომების გამოყენებით
ასევე შეძლებენ:
-
დავალებების დაორგანიზებას, სასწრაფო და გადაუდებელი საკითხების პრიორიტეტების განსაზღვრას
-
ხელის შემშლელი პაქტორების ამოცნობას და სწორი ტექნიკის გამოყენებას
-
საჭირო ტექნოლოგიების გამოყენებას დროის რესურსის სწორი დაგეგმარებისთვის
შინაარსი
-
დროის vs. ენერგიის მართვა - როგორ ვმართოთ ყურადღება და არა მხოლოდ საათები
-
პრიორიტეტების განსაზღვრის ტექნიკები, პრაქტიკული მეთოდები შედეგიანობის გასაუმჯობესებლად
-
დაგეგმვა ფოკუსისთვის, ეფექტური ყოველკვირეული და დღიური დაგეგმვის სისტემები
-
დროის „მჭამელების“ ამოცნობა, შეხვედრები, იმეილები და სხვა გამფანტავები
-
ტექნოლოგიები და აპლიკაციები, ავტომატიზაციის, შეხსენებებისა და გამარტივების ინსტრუმენტები
-
პრაქტიკული დროის დაბლოკვა, კალენდრის გარდაქმნა პროდუქტიულობის ინსტრუმენტად
-
გადაწვის პრევენცია, როგორ დავაბალანსოთ ინტენსიური მუშაობა აღდგენასთან ერთად
-
პროფესიონალების მაგალითები, დროის სტრუქტურირების რეალური ქეისები
-
შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში 18+ წლიანი გამოცდილება
-
შესყიდვების ტრენერის 8+ წლიანი გამოცდილება,
-
გამცდილება აქვს შესყიდვების პროცესების დანერგვის და ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.
-
არის ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი.

