
ბიზნეს მოლაპარაკების მართვა 2.0
იღებთ ყოველთვის იმას, რაც გსურთ მოლაპარაკებებისას? ფიქრობთ, რომ მოლაპარაკება მხოლოდ ფასზე დათანხმებაა და არაფერი მეტი? იქნებ ხშირად გიჭირთ ემოციების მართვა გადამწყვეტ მომენტში? თუ თქვენთვის სირთულეა გრძელვადიანი და წარმატებული ურთიერთობების შენარჩუნება ან არ ხართ დარწმუნებული, რომ ონლაინ მოლაპარაკებების წარმატებით მართვა თქვენი ძლიერი მხარეა – მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!
ბიზნეს სამყაროში წარმატების მისაღწევად მოლაპარაკების უნარები კრიტიკულია. ახლა დროა შეისწავლოთ, როგორ განახორციელოთ ეფექტური მოლაპარაკებები, მოახდინოთ გავლენა და მიაღწიოთ უკეთეს შედეგებს ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობაში.
ამ კურსში გაიგებთ, როგორ მართოთ მოლაპარაკებები არა მხოლოდ ფასზე, არამედ ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორებიცაა: ურთიერთობების დამყარება და ნდობის გაღრმავება, ემოციების მართვა, საერთო ენა სხვადასხვა კულტურასთან, მოგება-მოგების (WIN-WIN) სტრატეგიების შემუშავება, კონტრაქტორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, წინააღმდეგობების ეფექტური გადაჭრა და წარმატებული ონლაინ მოლაპარაკებების წარმართვის დახვეწილი ტექნიკები.
ნუ დაკარგავთ დროს! დაიწყეთ ახლავე და გადააქციეთ თქვენი მოლაპარაკებები წარმატების გარანტიად! გახდით ლიდერი, რომელსაც მოაქვს შედეგი!
კურსი განკუთვნილია:
-
მათთვის ვინც აწარმოებს ბიზნეს მოლაპარაკებებს
-
შესყიდვებისა და გაყიდვების მენეჯერებისთვის (B2B და საცალო გაყიდვები)
-
მათთვის, ვისაც სურს, გაიუმჯობესოს მოლაპარაკების ტექნიკა და მიაღწიოს წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:
-
დაგეგმონ მოლაპარაკების პროცესი სავარაუდო შედეგების გათვალისწინებით
-
მართონ საკუთარი ემოციები მოლაპარაკებისას
-
ამოიცნონ და გამოიყენონ პარტნიორის კომუნიკაციის სტილი
-
ეფექტურად მართონ გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობები
-
წარმატებით განახორციელონ კონტრაქტების მართვა
-
იმუშაონ მრავალკულტურულ გარემოში და მართონ კულტურული განსხვავებები
-
განავითარონ ონლაინ მოლაპარაკებების უნარები
-
გახდნენ მეტად არგუმენტირებულები და დარწმუნებულები მოლაპარაკების პროცესში
შინაარსი
-
კომუნიკაციის ინდივიდუალური სტილი (Communication Styles)
-
არავერბალური კომუნიკაცია და სხეულის ენა
-
მოლაპარაკების სტრუქტურა და დინამიკა
-
მოლაპარაკებისთვის მზადება
-
BATNA / WATNA / ZOPA
-
მოლაპარაკების წარმართვა
-
მოგება-მოგების პრინციპი (Win-Win Principle)
-
დამარწმუნებლობა და გავლენის ტექნიკები
-
პარტნიორის ქცევის ასახვის მეთოდი (Mirroring Technique)
-
კონტრაქტების მართვის სტრატეგიები
-
კულტურული თავისებურებები მოლაპარაკებებში (Cross-Cultural Negotiation)
-
ონლაინ მოლაპარაკებების ეფექტური ტექნიკები (Online Negotiation)
-
შედეგის შენარჩუნებისა და გაგრძელების სტრატეგიები (Follow-up Strategies)
-
20+ წელი HR ადმინისტრირებაში, ტალანტების მოზიდვასა და ორგანიზაციულ განვითარებაში
-
8+ წელი სხვადასხვა ორგანიზაციაში სასწავლო ცენტრის შექმნისა და განვითარების, სასწავლო კურსების და შეფასების პოლიტიკის განსაზღვრა და შექმნაში
-
ბიზნეს ტრენერი 5+ წლიანი გაოცდილება
-
საქართველოს უნივერსიტეტის ინდუსტრიული და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ლექტორი
-
მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში (Fr. Wilhelm University Bonn; Tbilisi State University)
-
შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში 17+ წლიანი გამოცდილება
-
შესყიდვების ტრენერის 8+ წლიანი გამოცდილება,
-
გამცდილება აქვს შესყიდვების პროცესების დანერგვის და ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.
-
არის ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი.