ბოლო ორი წლის განმავლობაში უამრავმა შეფერხებამ გავლენა მოახდინა ორგანიზაციებზე მთელ მსოფლიოში. შესყიდვების და მიწოდების ჯაჭვის ფინქციებში ბევრი რამ ამოტრიალდა და სხვა მიმართულება და მნიშვნელობა მიიღო. ცხადი გახდა, რომ:
1. "ორგანიზაციები, მათი წარმატებისთვის, უფრო მეტად არიან დამოკიდებული შესყიდვებზე"
2. „საქმის კეთების ძველი გზა დღეს არ მუშაობს, შესყიდვების პროგნოზირებადი მეტრიკები არის გასაღები წარმატების გასაზომად“
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Arkestro, ლიდერი PPO-ში, პროგნოზირებადი შესყიდვების ორკესტრირებისთვის (PPO) ხუთ არსებით მეტრიკას გვთავაზობს.
Arkestro-სა და Harvard Business Review-ის თანახმად, ციფრული ტრანსფორმაცია სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება შესყიდვების ფუნქციის მოდერნიზაციისთვის, რათა კომპანიები გაუმკლავდნენ დღევანდელ ტურბულენტურ გარემოს. ასეთ ტრანსფორმაციას არ სჭირდება მილიონობით დოლარის დახარჯვა ან მრავალწლიანი პროექტების წარმართვა, მათ უბრალოდ შეუძლიათ გამოიყენონ ეს სტრატეგია:
„კომპანიები აგროვებენ ადვილად ხელმისაწვდომ მონაცემებს, ამიტომ გამოიყენეთ მოწინავე ანალიტიკა მომხმარებელთა და მომწოდებლების ქცევის შესასწავლად და მათი ქმედებების პროგნოზირებისთვის; ინვენტარიზაციის, წარმოებისა და შესყიდვების გადაწყვეტილების მიღების ოპტიმიზაცია ხარჯების შესამცირებლად და რეაგირების გასაუმჯობესებლად; დაამატეთგარკვეული ავტომატიზაცია არსებულიპროცესების განახლებისთვის და ახლის დანერგვისთვის - ეს ნამდვილად არის უფრო მარტივი გზა მიწოდების ჯაჭვის მოდერნიზაციისთვის.“
Top 5 პროგნოზირებადი შესყიდვების მეტრიკა, რომელიც აუცილებელია პროგნოზირებადი შესყიდვების ორკესტრირებისთვის (PPO):
1. შესყიდვების ციკლის დრო
შესყიდვების ტრადიციული მეთოდები არსებითად მანუალურია. ასეთ ორგანიზაციებს, რომლებიც აგრძელებენ ფუნქციონირებას ამ გზით, არ გააჩნიათ საჭირო გამჭვირვალობა მიწოდების პროცესებში.
„სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა მომწოდებლებს შორის ფასების შედარება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უნდა იყოს, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ციკლის დრო გუნდებისთვის მნიშვნელოვანი საზომი და საორიენტაციო ნიშანია და ხშირად დროის დაზოგვის სამიზნეა“, - ამბობს არკესტრო.
AI-ზე მომუშავე ფასების რეკომენდაციებით და შემოთავაზებებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ შეამცირონ თავიანთი ციკლის დრო, ასევე დაუშვან სტრატეგიული წყაროს მოვლენების წინასწარ კალენდარში ჩასმა და ავტომატური გაშვება, რაც შეამცირებს ხელით ჩარევისაუცილებლობას განმეორებადი დავალებების შესასრულებლად.
2. მომწოდებლების მრავალფეროვნება
თანამედროვე შესყიდვებმა აჩვენა მომწოდებლების მრავალფეროვნების მნიშვნელობა. შესყიდვების ეფექტური პლატფორმების გამოყენება, შეიძლება დაეხმაროს ორგანიზაციებს, უზრუნველყონ RFI, RFQ და RFP აქტივობები, ასევე შესთავაზონ კომპანიებს სხვადასხვა მომწოდებლის ანგარიშები, რეპორტები. ამ შესაძლებლობით, ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მეტი ხილვადობა.
3. მიმწოდებლის მოქმედების დრო, ხარისხის შეფასება და ხელმისაწვდომობა
გახანგრძლივებული ციკლის დროის გარდა, შესყიდვების ტრადიციული მეთოდები და სისტემები არსებითად სავსეა არაზუსტი, მოძველებული ან არაადეკვატური მომწოდებლის ინფორმაციით.
”მომწოდებლებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია გამოწვევაა და ხშირად ხდება მრავალი არხით, რაც შემდეგ ართულებს თვალყურის დევნებას და კონტროლს. მიწოდების დრო შეიძლება იყოს შეცდომით გათვლილი ან არასწორი, სწორედ ამ დროს,
გადამწყვეტია თვალყურის დევნება“, - აღნიშნა არკესტრომ.
თანამედროვე და ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის საშუალებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ უზრუნველყონ მათი ინფორმაცია ყოველთვის განახლებული და გამჭვირვალე, ინტეგრირებული კომუნიკაციის მეთოდებითა და შეფასების შესაძლებლობებით.
4. ფასების კონკურენტუნარიანობა
როგორც თავად ბიზნესი, ასევე ხარჯი მნიშვნელოვანი ფაქტორია მომწოდებლის შერჩევისას. ანალიტიკური პლატფორმის არსებობით, რომელსაც შეუძლია მრავალი ფაქტორის გაანალიზება: ხარჯი, დრო, სიზუსტე და მომწოდებლის ხელმისაწვდომობა. ორგანიზაციებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ ისინი იღებენ კონკურენტულ ფასს ხარისხზე კომპრომისის გარეშე.
5. შესყიდვის ROI
თანამედროვე შესყიდვებისა და მიწოდების ჯაჭვებში, ROI-ის გაზომვა შეიძლება რთული იყოს (Return On Investment (ROI) კოეფიციენტი - თანაფარდობა წმინდა შემოსავალსა და ინვესტიციას შორის). ძველ KPI-ებზე (Key Performance Indicator (KPI)- შესრულების ძირითადი ინდიკატორი), მეთოდებსა და მონაცემებზე დაფუძნებული მეტრიკების გამოყენებამ, შესაძლოა ეფექტური ROI ვერ აჩვენოს.
ანალიტიკური გადაწყვეტით, ორგანიზაციას შეუძლია გაზარდოს სიჩქარე. ასეთ ორგანიზაციებს შეუძლიათ სარგებელი მიიღონ არა მხოლოდ ხარჯების დაზოგვით, არამედ კონკურენტული უპირატესობით სხვა შესყიდვების ფუნქციებთან მიმართებაში და მყისიერად აჩვენონ ROI.
წყარო:
Comentários