top of page

ლოგისტიკის მართვა

ლოგისტიკა ინდუსტრიული და სავაჭრო კომპანიებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია კლიენტის მოთხოვნილებების ეფექტური დაკმაყოფილება.

აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს, რომ მონაწილეებმა მიიღონ და გაიღრმაონ ცოდნა ტრანსპორტის და სასაწყობო ოპერაციების მიმართულებით, რათა წარმატებით შეძლონ აღნიშნულ სფეროში მუშაობა. კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი მისცემს საშუალებას კრეატიულად და ინოვაციურად მიუდგნენ ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს და მონახონ მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.

ლოგისტიკის კურსი შედგენილია ევროპული სტანდარტების მიხედვით, სადაც გამოყენებულია გერმანული პრაქტიკები და თეორიული მიდგომები. კურსის განმავლობაში მოხდება  როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიების ქეისების განხილვა.

 

კურსი განკუთვნილია:

  • სავაჭრო, ინდუსტრიული, სატრანსპორტო კომპანიების გამოცდილი და დამწყები ლოგისტიკის მენეჯერებისათვის

  • შესყიდვების მენეჯერებისათვის

  • საწყობის მენეჯერებისათვის

  • დისტრიბუციის და ლოგისტიკის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:

  • კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ლოგისტიკური მიზნების და მათი პრიორიტეტების განსაზღვრას

  • ტრანსპორტირების ოპტიმალური სახეობების შერჩევას

  • სრული და ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირებას

  • სასაწყობო მეურნეობის დაგეგმვას და ოპტიმიზაციას

  • ოპტიმალური შიდა ტრანსპორტის (საწყობში/საწარმოში არსებული ტრანსპორტის) შერჩევას

  • ექსპორტის და იმპორტის დროს საბაჟო პროცედურების განხორციელებას

  • მარშრუტების დაგეგმვას დისტრიბუციის პროცესში

შინაარსი

  • შესავალი ლოგისტიკაში, ლოგისტიკის მნიშვნელობა, მიზნები და

  • მათ შორის არსებული კონფლიქტები

  • ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობების შესწავლა/ანალიზი

  • სატრანსპორტო საშუალებები და კომბინირებული ტრანსპორტი

  • ტრანსპორტის დოკუმენტაცია

  • გადამზიდავი კომპანიის შერჩევა

  • 3PL ლოგისტიკა

  • ინკოტერმსი 2020 მიმოხილვა

  • რისკების ანალიზი და დაზღვევა

  • ტრანსპორტირების გეგმის შემუშავება

  • შიდა ტრანსპორტის სახეობები

  • ლოგისტიკური ცენტრები და სასაწყობო მეურნეობა

  • საწყობის სხვადასხვა სახეები მათი და ოპტიმალური დაგეგმვა

  • იმპორტის და ექსპორტის საბაჟო პროცედურები და დოკუმენტაცია

  • დისტრიბუციის ფუნქცია და სახეები

  • სადისტრიბუციო მარშრუტების ოპტიმიზაცია

  • შეფუთვის სახეები

ფორმატი                            ოფლაინ
ხანგრძლივობა                 10 საათი 
შეხვედრები                             4
დაწყება                                 19:30 სთ
დასაწყისი:    

12 აპრილიდან, 2024წ.
ფასი                               650   ლარი

ტრენერი

  • LinkedIn
4_edited.jpg

იოსებ ჭიპაშვილი

  • ლოგისტიკის და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება

  • ლოგისტიკის ტრენინგების 10+ წლიანი გამოცდილება

  • ლოგისტისკის და მიწოდების ჯაჭვის მართვის ლექციების ჩატარების 5+ წლიანი გამოცდილება უმაღლეს სასწავლებლებში

  • მიწოდების ჯაჭვის მართვის და ლოგისტიკის კონსალტინგში 5+ გამოცდილება

  • მიღებული აქვს ქართული და გერმანული განათლება ლოგისტიკის მიმართულებით

Anchor 1
Anchor 2
Anchor 3
bottom of page