ვისთვის არის საინტერესო?
5 ივნისს შემსყიდველთა პირველი ღია ღონისძიება შედგება, რომელიც გააერთიანებს შესყიდვების, ლოგისტიკის, საწყობის მართვის და სხვა დაკავშირებული მიმართულებების სპეციალისტებს ერთ სივრცეში.
ღონისძიებას დაესწრება 80-მდე მონაწილე, მათ შორის: შემსყიდველები, შესყიდვებით დაინტერესებული პირები, კომპანიების წარმომადგენლები მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლიდან.
მიზანი
ღონისძიების მიზანს წარმოადგენს სფეროს პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, საქმიანი კავშირების ხელშეწყობა, მონაწილეებისთვის საუკეთესო გამოცდილების და სიახლეების გაზიარება.
თემა
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია როგორ მართონ ეფექტურად შესყიდვები და როგორ მოახდინონ ყოველდღიური პროცესების ოპტიმიზაცია. მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ წარმატებულ ქეისებზე, ორგანიზაციების საუკეთესო გამოცდილებაზე, არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე.
დღის წესრიგი
ღონისძიების ფორმატი: ინდივიდუალური პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, networking.
მოწვეული სპიკერები არიან, როგორც ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე გამოცდილი შესყიდვების, ლოგისტიკის და დაკავშირებული სფეროების სპეციალისტები.
სპონსორები
გენერალური სპონსორი და პარტნიორები
ოქროს სპონსორები
მხარდამჭერები
დასწრება
5 ივნისი, სასტუმრო თბილისი მარიოტში. დასაწყისი 18:30 სთ.