შესყიდვების მართვა

შესყიდვები წარმოადგენენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს ნებისმიერ ბიზნესში. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, მომწოდებლების სწორი შერჩევა, ხარჯების გათვლა საუკეთესო მომწოდებლის და პროდუქტის შერჩევა ბევრი ბიზნესისთვის გახდა გადამწყვეტი.

 

გთავაზობთ შესყიდვების პროგრამას რომელიც შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მსოფლიოსა და საქართველოში გამოცდილი მეთოდებით და ინსტრუმენტების გამოყენებით. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ როგორც საბაზისო ცოდნას შესყიდვების უწყვეტი და ეფექტური მართვის პროცესის შესახებ, ასევე დაეუფლებიან შესყიდვების ეფექტურად მართვას. ისინი განსაზღრავენ კომპანიის საჭიროებებს, ხარჯების კატეგორიზაციას, დაუფლებიან ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, შეიმუშავებენ საბაზრო რისკების მართვის მექანიზმებს და გაეცნობიან მომწოდებლის მოძიებისა და მოლაპარაკების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

კურსი განკუთვნილია:

  • როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები შემსყიდველებისთვის 

  • კატეგორიების მენეჯერებისთვის

  • შესყიდვების მენეჯერებისთვის და უფროსებისთვის

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:

  • განსაზღვრონ კომპანიის საჭიროებები და სწორად ჩამოაყალიბონ შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია;

  • ბაზრის კვლევის ეფექტურად ჩატარებას საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებით;

  • არსებული შესყიდვების პორტფელის გაანალიზებას, საჭიროებისას კატეგორიებად დაყოფას და შესყიდვის გეგმის შემუშვებას;

  • შესყიდვასთან დაკავშირებული ფინანსური და ბაზრის რისკების განსაზღვრას, მათ კლასიფიკაციას და ალტერნატიული ვარიანტების შემშვებას;

  • მომწოდებლების მოძიებას და შეფასებას;

  • მომზადებას მოლაპარაკებებისთვის საჭირო, ინფორმაციის მოძიებას და მის გამოყენებას;

  • მოლაპარაკებების წარმართვას კომპანიისთვის სასრგებლოდ

  • მიღებული შემოთავაზებების და მომწოდებლების შეფასებას და საუკეთესოს შერჩევას

შინაარსი

  • შესყიდვების საფუძვლები და განმარტებები;

  • საჭიროებების განსაზღვრა

  • სპეციფიკაციის გაწერა და საჭირო ინსტრუმენტების გამოყენება; 

  • შესყიდვის სრული პროცესი და ხარჯების კატეგორიზაცია;

  • საერთო სტრატეგია და მისი მნიშვნელობა; 

  • ბაზრის ანალიზი სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით (SWOT, PESTED, სხვა);

  • რისკების ანალიზი;

  • სამუშაო ჯგუფის დაკავშირებული მხარეები და პასუხმგებლობები;

  • კატეგორიის განსაზღრა და მართვის ძირითადი ამოცანები;

  • სტრატეგიის განსაზღვრა;

  • მომწოდებლების მოძიება და შერჩევა;

  • მოლაპარაკებისთვის საჭირო ეტაპების განსაზღვრა

  • შერჩევისთვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრა;

  • არსებული მომწოდებლების მართვა, ანალიზი და შეფასება;

  • უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა;

  • შემოთავაზებების შედარება ("სქორინგ" სისტემით)

  • მიწოდება და ინკოტერმების არსი

ფორმატი                         ოფლაინ
ხანგრძლივობა                 12 საათი 
შეხვედრები                             5
დღეები                        სამშ, ხუთშ
დასაწყისი: 
8, 10, 15, 17, 22  ნოემბერი,  2022წ.
ფასი                               850   ლარი

ტრენერი

  • LinkedIn
DSC_0222-Headvise_edited_edited_edited.j

თამარ ახსიაშვილი

  • შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში 15+ წლიანი გამოცდილება

  • შესყიდვების ტრენერის 6+ წლიანი გამოცდილება,

  • გამცდილება აქვს შესყიდვების პროცესების დანერგვის და ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.

  • არის ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი.